Thursday, September 17, 2015

რეფლექციები

სასწავლო პროცესში ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,სასწავლო რესურსების შექმნისა და გამოყენების  რეფლექსია
ციფრული რესურსის სათაური: „შენ,რომელიც მარად მზეებრ გვინათ“

მე-5 კლასში ისწავლება გალაკტიონ ტაბიძის „ჰიმნი ქართულ ანბანს“.გამოწვევის ფაზაზე,წაკითხვამდე ,ჯგუფებს მივეცი დავალება,გაეხსენებინათ,რა იცოდნენ ქართული ანბანის შესახებ,აღნიშნული დავალების პრეზენტაციის შემდეგ,  ფასეულობითი ღირებულებების განვითარების ,ინფორმაციის საინტერესოდ მიწოდების,კონკრეტული საკითხისადმი ინტერესის გამოწვევის,ყურადღების კონცენტრირებისა და შინაარსის უკეთ გაგების მიზნით, გავაცანი ჩემ მიერ მომზადებული თხუთმეტსლაიდიანი პრეზენტაცია Pp-ში.

ესგ-ით მისაღწევი შედეგები:
ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს  ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ისმენს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო ტექსტებს და ერთმანეთისაგან განარჩევს ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს);
·         სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად;
·                     გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაციო ტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად/უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.);

ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.
                                                      
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
·         გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;

ქართ. V. 12.  მოსწავლეს შეუძლია  კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.

·         იყენებს სხვადასხვა ხერხს, რომლებიც ხელს უწყობს ტექსტის გაგებას (მაგ., წარმოსახვაში აცოცხლებს ტექსტში გადმოცემულ ამბებს, ახდენს ტექსტში გადმოცემული ამბის ინსცენირებას, საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის ცალკეული მონაკვეთის შინაარსს, აკვირდება დასმულ კითხვას იმის დასადგენად, თუ რა ტიპის ოპერაციას მოითხოვს იგი და სხვ.);

·         სხვადასხვა საშუალებით (კონტექსტის გათვალისწინებით, კითხვის დასმით, ლექსიკონით) ცდილობს უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობის გარკვევას;

აღნიშნული ციფრული რესურსის გამოყენება მომეხმარება მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებაში,მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებასა და ახალ ცოდნასთან  დაკავშირებაში,მიღებული ინფორმაციისა და დეტალების უკეთ გაგება-გააზრებაში.მოსწავლე გახდება ინფორმაციის არა პასიური მიმღები, არამედ სასწავლო პროცესის აქტიური თანამონაწილე.
გარდა ინტერნეტსივრცეში მოძიებული ფოტომასალისა,შევქმენი სასწავლო რესურსები:გადავწერე და საჩინო ადგიზე გამოვაკარი დავით ტატიშვილის ლექსი, „დილა“,რომლის  ყველა სიტყვა ანბანის რიგზე გაწყობილი ასოებით იწყება,დავამზადე ასევე ქართული ანბანის სახეობების სქემა .
 ტექსტის წაკითხვის შემდეგ ჯგუფებმა ხალისით შეასრულეს დავალებები და გააკეთეს პრეზენტაცია .
შედეგები:ციფრული რესურსის გამოყენებისა და ლექსის გაცნობა-გაანალიზების შემდეგ მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი,შეესწავლათ ასომთავრული ანბანი,მოეძიებინათ ინფორმაცია უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლების შესახებ,გაგვეკეთებინა საჩვენებელი მუსიკასთან  ინტეგრირებული გაკვეთილი გალაკტიონის ლექსზე “ჰიმნი ქართულ ანბანს”,ჯგუფებმა დაინაწილეს დავალებები და შემაჯამებელ გაკვეთილზე გააკეთეს პრეზენტაციები.(გვაქვს აღნიშნული გაკვეთილის ჩატარების დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალა.)
ქართული ანბანი

No comments:

Post a Comment