ინტეგრირებული გაკვეთილები


  1. გალაკტიონ ტაბიძის "ჰიმნი ქართულ ანბანს" 
გაკვეთილი ჩატარდა მე-5 კლასში,ინტეგრირებული მუსიკასთან.
გაკვეტილი დავიწყე მიზნის გაცნობით,შემდეგ ჯგუფებმა წარმოადგინეს საშინაო დავალება (პრეზენტაცია) :
1-ლი ჯგუფი: კედლის გაზეთის "ჩვენი ენა ქართული"პრეზენტაცია
მე-2   ჯგუფი :  კედლის გაზეთის  "დედაენის სამყარო" პრეზენტაცია
მე-3   ჯგუფი:   ქართული ანბანის განვითარების საფეხურები . პრეზენტაცია ი.ს.ტ.-ის გამოყენებით
მე-4   ჯგუფი :  ნორჩ კალიგრაფთა ნაშრომების პრეზენტაცია
მე-5    ჯგუფი:  უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლები. პრეზენტაცია ი.ს.ტ.-ის გამოყენებით







2.  დავსვი კითხვები ქართული ანბანის წარმოშობა-განვითარების შესახებ
3.  მოკლედ გამოვიკითხე,რა იცოდნენ ლექსის  ავტორის შესახებ
4. წავაკითხე ლექსი 'ჰიმნი ქართულ ანბანს"  ზეპირად
5. დავსვი შესაბამისი საანალიზო კითხვები
6. ჯგუფებს მივეცი დავალება (დამოუკიდებელი სამუშაო) ,შემდეგ გააკეთეს შესრულებული დავალების პრეზენტაცია.(პარალელურად ვაფასებდი ყოველი აქტივობის შემდეგ)

მუსიკის მასწავლებლის ჩართვა
7.მუსიკის მასწავლებელი  გალაკტიონის ლექსიდან, "ჰიმნი
ქართულ ანბანს" , ლოგიკურად გადავიდა დედაენის მნიშვნელობაზე,
8.ჯგუფებს გააკეთებინა საშინაო დავალების პრეზენტაცია
9.გააცნო სიმღერა "ჰიმნი დედაენას"
8.მოსწავლეებთან ერთად იმღერა ჩანაწერის თანხლებით სიმღერის მეორე მოსმენის შემდეგ
10.გააანალიზებინა მოსმენილი სიმღერა, დაუსვა სათანადო კითხვები ცოდნის განმტკიცების მიზნით
11.ჯგუფებს მისცა სამუშაო,რომლის პრეზენტაციის შემდეგ შეაფასა ისინი
12.ბოლოს სინქრონულად წაიკითხეს დავით ტატიშვილის ლექსი "დილა"

No comments:

Post a Comment